Accessibility links

რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი სასამართლოში უჩივის ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის


რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი სასამართლოში უჩივის ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და მის ორგანიზაციას, კორუფციასთან ბრძოლის ფონდს. საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, უსმანოვმა 12 აპრილის საღამოს შეიტანა სარჩელი მოსკოვის ერთ-ერთ სასამართლოში. არ გასაჯაროვებულა სარჩელის დეტალები, მაგალითად, რის გამო ჩივის უსამონოვი. ადრე ალიშერ უსმანოვს საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ საუბრისას აქვს ნათქვამი, რომ ნავალნის უჩივლებს ცილისწამებისა და სახელის გატეხვის მცდელობისათვის. ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა მარტის დასაწყისში გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის „საიდუმლო იმპერიაზე“ ჩატარებული გამოძიების შედეგები. ფონდის მონაცემებით, უსმანოვმა მედვედევთან დაკავშირებულ ფონდს აჩუქა მიწის ნაკვეთი და სახლი, რომლის ღირებულებაც 5 მილიარდი რუბლია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG