Accessibility links

ლონდონში რუსეთის საელჩოსთან ასობით ადამიანმა გააპროტესტა ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნა


ლონდონში რუსეთის საელჩოსთან ასობით ადამიანმა გამოთქვა პროტესტი ცნობების გამო, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალ მამაკაცებს აწამებენ და კლავენ. რუსეთის მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთში ჰომოსექსუალ მამაკაცებს აკავებენ და „საკონცენტრაციო ბანაკებში“ მიჰყავთ. ამჟამად ასეთ ბანაკებში იმყოფება 100-მდე კაცი და ცოცხალი აღარ არის, სულ ცოტა, სამი ადამიანი. 12 აპრილს ლონდონში დემონსტრანტებმა მოითხოვეს ბანაკების დახურვა და ვარდისფერი ყვავილები მიიტანეს რუსეთის საელჩოსთან. ამასობაში, 70 ათასამდე ხელმოწერა მოაგროვა ონლაინ-პეტიციამ, რომლითაც მოითხოვენ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა „უკანონო დევნა-შევიწროვების“ სრულად გამოძიებას. რუსეთის გაზეთ „ნოვაია გაზეტაში“ 1 აპრილს დაბეჭდილ სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება ჰომოსექსუალებისაგან ჩეჩნეთის „მთლიანად გაწმენდას“ გეგმავს. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებას საპირველაპრილო ხუმრობა უწოდა, ხოლო ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა თქვა: ჩეჩნეთში არ არიან ჰომოსექსუალები იმისათვის, რომ იდევნებოდნენო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG