Accessibility links

გაერო და ეუთო მოუწოდებენ მოსკოვს, გამოიძიოს ჰომოსექსუალთა დევნა და წამება ჩეჩნეთში


გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები და ეუთოს წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყონებლივი მოქმედებისკენ, რათა შეწყდეს ჰომოსექსუალთა დევნა ჩეჩნეთში. ამავე მოწოდებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა გამოიძიოს ცნობები ჰომოსექსუალების წამებისა და მკვლელობის შესახებ. გაეროს წარმომადგენელთა თქმით, „რუსეთმა ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ მისთვის მიუღებელია ძალადობის, საზოგადოებისგან ჰომოსექსუალთა გარიყვისა და სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმით წაქეზება“. ეს მოწოდებები მოჰყვა რუსეთის მედიაში აპრილის დამდეგს გავრცლებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთში ჰომოსექსუალ მამაკაცებს აკავებენ და „საკონცენტრაციო ბანაკებში“ ათავსებენ. „ნოვაია გაზეტაში“ დაბეჭდილ სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება ჰომოსექსუალებისაგან ჩეჩნეთის „მთლიანად გაწმენდას“ გეგმავს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG