Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტელევიზიის პირველი არხი პირდაპირ ეთერში არ გადასცემს „ევროვიზიის“ კონკურსს


რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველმა არხმა მიიღო გადაწყვეტილება, პირდაპირი ეთერით არ გადასცეს 2017 წლის „ევროვიზიის“ კონკურსს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა „ევროვიზიის“ სასიმღერო კონკურსის რუს მონაწილეს, იულია სამოილოვას. როგორც გავრცელებულ ცნობებშია ნათქვამი, „უკრაინის მიერ დაწესებული შეზღუდვა აბსოლუტურად უსაფუძვლოა და წარმოადგენს კონკურსის პოლიტიზების მცდელობას“. კიევი აცხადებს, რომ 2015 წელს სამოილოვამ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში კონცერტის გამართვით დაარღვია უკრაინის კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, ნახევარკუნძულზე ჩასვლა მხოლოდ კიევის ნებართვით შეიძლება. „ევროვიზიის“ კონკურსი 13 მაისს გაიმართება კიევში.

XS
SM
MD
LG