Accessibility links

პენტაგონის ცნობით, ავღანეთში "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტზე მან ჩამოაგდო ე.წ. „დედა ბომბი“


აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მისმა შენაერთებმა ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გამოიყენეს არმიის უმსხვილესი არაბირთვული ბომბი. პენტაგონის 13 აპრილის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან მდებარე „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ მყოფ გვირაბთა კომპლექსზე, ადგილობრივი დროით 19 საათსა და 32 წუთზე ჩამოაგდეს ფართო მოქმედების ბომბი GBU-43, რომელსაც „დედა ბომბად“ მოიხსენიებენ. ეს შეტევა მოჰყვა გასულ კვირაში ამერიკელი სპეცრაზმელის დაღუპვას „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან დაპირისპირებისას. თეთრი სახლის პრესმდივნის შონ სპაისერის განცხადებით, პენტაგონის იერიშის სამიზნე იყო გვირაბები და გამოქვაბულები, რომელთაც ექსტრემისტები იყენებენ „თავისუფალი გადაადგილებისთვის, რაც უადვილებს მათ, მიზანში ამოიღონ ტერიტორიაზე მყოფი აშშ-ის სამხედრო მრჩევლები და ავღანეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები“.

XS
SM
MD
LG