Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ შეხვედრაში


ვაშინგტონი გეგმავს არ მიიღოს მონაწილეობა ავღანეთში დაგეგმილ შერიგების კონფერენციაში, რომელიც დღეს გაიმართება რუსეთის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა. მისი თქმით, „ბუნდოვანია ამ რეგიონული მოლაპარაკებების მიზანი და როგორც ჩანს, ეს არის რუსეთის ცალმხრივი მცდელობა ამტკიცოს თავისი გავლენა რეგიონში“. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „ზოგადად, მხარს ვუჭერთ რეგიონულ ძალისხმევას ავღანეთის მთავრობასთან თანამშრომლობით, რომლის მიზანია პროცესების მშვიდობიანი დასასრული. ვფიქრობთ, რომ წინ მივიწევთ, ვგეგმავთ ვიმუშაოთ რუსეთთან და რეგიონში მყოფ სხვა მოთამაშეებთან ერთად, რათა გავზარდოთ დიალოგის შესაძლებლობა ავღანეთში“. მოსკოვმა მოიწვია 12 სახელმწიფო, მათ შორის, პაკისტანი, ჩინეთი, ავღანეთი, ირანი და ინდოეთი, საკონსულტაციო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, რამაც ხელი უნდა შეუწყოს შერიგებისა და პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის.

XS
SM
MD
LG