Accessibility links

ვან ი: „აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის კონფლიქტს შესაძლებელია არ ჰყავდეს გამარჯვებული“


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის განცხადებით, ბირთვული იარაღისა და სარაკეტო პროგრამებისთვის აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის კონფლიქტში, შესაძლებელია არავინ დარჩეს გამარჯვებული. დღევანდელ განცხადებაში მან დაპირისპირებულ მხარეებს მხარდაჭერა აღუთქვა დიალოგის გამართვის საქმეში. ვან ის კომენტარები მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომელთა თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეის პრობლემას „მიხედავს“. ამ განცხადებებში ტრამპი გულისხმობდა იმას, რომ იზოლაციაში მყოფი კომუნისტური სახელმწიფო შესაძლებელია ამზადებდეს მორიგ ბირთვულ ან სარაკეტო გამოცდას. „ბოლო დროს დაძაბულობა გაიზარდა... არის განცდა იმისა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს კონფლიქტი... თუ ომი დაიწყება, შედეგად მივიღებთ სიტუაციას, რომელშიც ყველა დამარცხებულია“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დღეს პეკინში ფრანგ კოლეგა ჟან-მარკ ეროსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, „ნებისმიერმა მხარემ, რომელმაც კონფლიქტი გააღვივა, უნდა იკისროს ისტორიული პასუხისმგებლობა და გადაიხადოს ამის ფასი“. ვაშინგტონმა კორეის ნახევარკუნძულთან გაგზავნა სამხედრო-საზღვაო ძალების მოიერიშე ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არის ავიამზიდი „კარლ ვინსონი“. ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის ერთადერთ მოკავშირედ ითვლება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG