Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში უნივერსიტეტის სტუდენტი ჩაქოლეს მკრეხელობის ბრალდებით


ჩრდილოეთ პაკისტანში მკრეხელობის ბრალდებით ჩაქოლეს უნივერსიტეტის სტუდენტი მაშალ ხანი. ამ უკანასკნელს სტუდენტების ჯგუფი დაესხა თავს. მათი მტკიცებით, მაშალ ხანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მკრეხელური შინაარსის შემცველი პოსტი. უნივერსიტეტის ვიდეოჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ მიწაზე დაგდებულ მსხვერპლს გარშემო ახვევია ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი, რომლებიც ხის ჯოხებს ურტყამენ 23 წლის სტუდენტს. მაშალ ხანი დღეს დაკრძალეს თავის მშობლიურ ქალაქში. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაკავებულია, სულ ცოტა, 10 ეჭვმიტანილი, რომელთაც კავშირი აქვთ თავდასხმასთან. პაკისტანში მკრეხელობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ის სიკვდილით ისჯება.

XS
SM
MD
LG