Accessibility links

გენერალ ჯონ ნიკოლსონის განცხადებით, შერჩეული იყო „მართებული იარაღი სწორი მიზნისაკენ“


ავღანეთში მყოფი აშშ-ის უმაღლესი სამხედრო მეთაურის, გენერალ ჯონ ნიკოლსონის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ უმსხვილესი არაბირთვული ბომბების გამოყენების შესახებ, იყო წმინდად ტაქტიკური და ის განხორციელდა ვაშინგტონთან კავშირის საფუძველზე. „ეს იყო სწორი მიზნისთვის შერჩეული მართებული იარაღი“ - უთხრა რეპორტიორებს გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა ქაბულში დღეს გამართულ კონფერენციაზე: „მარტში დაწყებული სამხედრო ოპერაციები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისა და მათი აღჭურვილობის განადგურების საქმეში, ასევე იმისათვის, რომ გაგვეთავისუფლებინა ნანგარჰარის პროვინციის იმ მოსახლეობის სახლები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ“, - აღნიშნა ნიკოლსონმა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის დავათ ვაზირის ცნობით, მასობრივი დაბომბვის შედეგად დაიღუპა „ისლამური სახელმწიფოს“ 36 მებრძოლი. მისივე ინფორმაციით, შეტევის შედეგად არ დაშავებულან მშვიდობიანი მოქალაქეები. მედიის ცნობით, მოკლულთა შორის არის ექსტრემისტული ორგანიზაციის ერთი-ერთი საველე მეთაური სიდიყ იარი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ დამოუკიდებელი წყაროები. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ექსტრემისტების სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა განხორციელდა მთავრობასთან თანამშრომლობით. მან ასევე დასძინა, რომ საჰარო დარტყმების ოპერაცია შემუშავებულია ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერის მიზნით. ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ ღანის პრესდმივანმა რადიო თავისუფლების ავღანეთის სამსახურს უთხრა, რომ მასობრივი დაბომბვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ავღანეთის საჰაერო ძალებისა და ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი საჰაერო ძალების წარუმატებლობის შემდეგ, რომელიც მოჰყვა „ისლამური სახელმწიფოს“ სამალავის განადგურების მცდელობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG