Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა ირანის, რუსეთისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


მოსკოვში გაიმართა შეხვედრა რუსეთის, სირიისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. მათ გააფრთხილეს აშშ, თავი შეიკავოს ახალი შეტევების განხორციელებისგან სირიაში და ასევე მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება აპრილის დასაწყისში ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც სამმხრივი მოლაპარაკებების მასპინძელია, აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე გასულ კვირაში განხორციელებულ შეტევას უწოდა საერთაშორისო „სამართლის უხეში დარღვევა“. მისივე თქმით, ამგვარი ქმედებები იწვევს "მდგომარეობის გაუარესებას არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით“. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვალიდ მუალემის თქმით, შეხვედრის შედეგად ვაშინგტონს გაეგზავნა „ძლიერი მესიჯი“. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯავად ზარიფმა კი, კიდევ უფრო გამოკვეთა შეხვედრის მონაწილეთა გაფრთხილება და აღნიშნა, რომ აშშ-ის ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია. ვაშინგტონმა სირიის მთავრობა დაადანაშაულა სასიკვდილო აირის გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმაში, რომლის შედეგადაც დაიღუპა 80 ადამიანი.

XS
SM
MD
LG