Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის ცნობით, დასავლეთს სტოკჰოლმში მომხდარ თავდასხმამდე ჰქონდა ინფორმაცია რახმატ აკილოვის შესახებ


უზბეკეთი იუწყება, რომ მას დასავლეთისთვის გაგზავნილი ჰქონდა ინფორმაცია რახმატ აკილოვის შესახებ, სტოკჰოლმში აკილოვის მიერ სატვირთო ავტომობილით განხორციელებულ თავდასხმამდე რამდენიმე ხნით ადრე. 39 წლის უზბეკეთის მოქალაქე რახმატ აკილოვი დაკავებულია სტოკჰოლმის ერთ-ერთ ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეებში სატვირთო მანქანით შევარდნის ბრალდებით. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი. უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, აბდულაზიზ კამილოვის დღევანდელი განცხადებით, აკილოვი შეურთდა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებს, მას შემდეგ რაც, 2014 წელს დატოვა ქვეყანა და გადასახლდა შვედეთში. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის აქტიურად მოუწოდებდა უზბეკეთის სხვა მოქალაქეებს სირიაში გამგზავრებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს ბრძოლისაკენ“, უთხრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ აკილოვი იყენებდა საინტერნეტო მიმოწერის საშუალებებს. უზბეკეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, უზბეკეთის ხელისუფლებამ აკილოვი თებერვალში განათავსა იმ პირთა სიაში, რომელიც აერთიანებს რელიგიურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილებს.

XS
SM
MD
LG