Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებლები ზეიმობენ წმინდა ცეცხლის გადმოსვლას იესო ქრისტეს საფლავზე


მართლმადიდებლები ზეიმობენ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლის გადმოსვლას, რაც მათი რწმენით, არის უტყუარი ნიშანი იესო ქრისტეს აღდგომისა. მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა. ამ რიტუალამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მათ შორის იყვნენ ისრაელის პოლიციის წარმომადგენლები. მაცხოვრის საფლავზე დანთებულ წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან ღამით ჩამოიტანენ საქართველოში, სადაც მართლმადიდებელ ტარძებში სააღდგომო ლიტურგია აღევლინება.

XS
SM
MD
LG