Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მზადაა „მტერთან ბირთვული ომისათვის“


ჩრდილოეთ კორეამ, რომელმაც თავისი საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გამოიტანა 15 აპრილს გამართულ მასშტაბურ აღლუმზე, განაცხადა, რომ მზად არის მტრებს „ბირთვული იერიშით უპასუხოს“. სამხედრო აღლუმი ჩრდილოეთ კორეაში ამ ქვეყნის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის დაბადების 105 წლისთავს მიეძღვნა. აღლუმის ფონია მზარდი საერთაშორისო შეშფოთება, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ემზადებოდეს ბირთვული იარაღის მეექვსე გამოცდისათვის, რაც ამჯერად პირველად მოხდება საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით. სამხედრო აღლუმი ჩაიბარა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩონ უნმა, რომელსაც საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG