Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 22 კაცი დაიღუპა სირიაში, დევნილთა ქარავანზე მომხდარი თავდასხმისას


სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა დანაღმულ ავტომობილის აფეთქებისშედეგად იმ ავტობუსების მახლობლად, რომლებსაც სირიელი მეამბოხეების მიერ ალყაშემორტყმული დასახლებული პუნქტებიდან ევაკუირებული მოქალაქეები ალეპოსკენ გადაჰყავდათ. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, 15 აპრილის აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა მოიერიშემ. ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორია კი აცხადებს, რომ დაიღუპა 24 კაცი. იუწყებიან, რომ ავტობუსებში ისხდნენ მეტწილად შიიტები, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებას. სირიის მოსახლეობის უმრავლესობას სუნიტები შეადგენენ, თავად ბაშარ ალ ასადი, იმ ალავიტური უმცირესობის წარმომადგენელია, რომელიც ხშირად არის გაიგივებულიისლამის შიიტურ შტოსთან.

XS
SM
MD
LG