Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი


იტალიაში 117 წლის ასაკში გარდაიცვალა ემა მორანო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლებოდა. არსებული ცნობების თანახამად, იგი იყო ბოლო ადამიანი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა. ემმა მორანო ჩრდილოეთ იტალიაში, ვერბანიას კომუნაში ცხოვრობდა. 1899 წლის 20 ნოემბერს დაბადებულმა ქალმა სამ ასწლეულში იცხოვრა, გამოიარა ორი მსოფლიო ომი და მოესწრო 90-ზე მეტ იტალიის მთავრობას.

XS
SM
MD
LG