Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მიმდინარეობს რეფერენდუმი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე


თურქეთში მიმდინარეობს რეფერენდუმი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, რომელმაც უნდა შეცვალოს მმართველობის სისტემა ქვეყანაში და განსაკუთრებული ძალაუფლებით აღჭურვოს პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს რეფერენდუმზე გატანილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაშინ ერდოანს უფლება ექნება 2029 წლამდე უხელმძღვანელოს თურქეთს. პრეზიდენტის გაზრდილი ძალაუფლება ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, დეკრეტების გამოცემას, მინისტრებისა და მაღალი რანგის საჯარო მოხელეების დანიშვნას. სტამბულში მომხრეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ საარჩევნო უბანზე მისულ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, რომელმაც რეფერენდუმს უწოდა „ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის არჩევანი“ და განაცხადა, სჯერა თავის ხალხის „დემოკრატიული, ჯანსაღი აზრისა“.

XS
SM
MD
LG