Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი და სეული აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტა ჰაერში აფეთქდა


აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, წარუმატებლად დასრულდა ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტის საცდელი გასროლა. ამერიკულ სამხედრო წყაროების მსგავსად, ჩრდილოეთ კორეის რაკეტის წარუმატებელ გაშვებას ადასტურებს სამხრეთ კორეის სამხედრო უწყება. ჩრდილოეთ კორეამ, გავრცელებული ცნობებით, დაუდგენელი კლასის საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება განახორციელა სინპოს ოლქში, რომელიც სამხრეთ სამკიონგის პროვინციაში მდებარეობს. სამხრეთ კორეაში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზის ცნობებით, რაკეტა გაშვებისთანავე ჰაერში აფეთქდა საღამოს 21 საათსა და 21 წუთზე, ერთი საათით ადრე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თვითმფრინავის სეულში დაშვებამდე. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა 16 აპრილს, ვაშინგტონის მტკიცე მოკავშირე, სამხრეთ კორეაში ვიზიტით დაიწყო ათდღიანი მოგზაურობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. აშშ-ის არმიის წყნარი ოკეანის სარდლობის ცნობით, ამერიკელი სამხედოები მჭიდროდ თანამშრომლობენ სამხრეთ კორეელ და იაპონელ სამხედოებთან, რათა უზრუნველყონ რეგიონის უსაფრთხოების დაცვა.

XS
SM
MD
LG