Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ავღანეთის ლიდერებს შეხვდა


აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰერბერტ მაკმასტერი, ავღანეთში ჩავიდა, სადაც 13 აპრილს ამერიკულმა სამხედრო სარდლობამ ფართო მოქმედების ბომბი გამოიყენა, ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მოქმედი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. მაკმასტერი შეხვდა ავღანეთის ლიდერებს და ამერიკული სამხედრო შენაერთის სარდლობას. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და ჰერბერტ მაკმასტერმა განიხილეს უსაფრთხოების და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები და იმსჯელეს ორმხრივ ურთიერთობებზე. დონალდ ტრამპს ჯერ არ გაუსაჯაროებია მისი ადმინისტრაციის სტრატეგია ავღანეთის მიმართ, სადაც ამჟამად 8400 ამერიკელი სამხედრო ჯარისკაცი იმყოფება. ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას დამატებით კიდევ რამდენიმე ათასი სამხედრო სჭირდება იმისათვის, რათა გარდატეხა შეიტანოს თალიბებთან ომში შესულ ჩიხურ ვითარებაში.

XS
SM
MD
LG