Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

100-მდე გაიზარდა ალეპოსთან ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი


სირიის ხელისუფლების ცნობით, 100-მდე გაიზარდა 15 აპრილს, ქალაქ ალეპოსთან მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი. შაბათს დანაღმულ ავტომობილი აფეთქდა იმ ავტობუსების მახლობლად, რომლებსაც სირიელი მეამბოხეების მიერ ალყაშემორტყმული დასახლებული პუნქტებიდან ევაკუირებული მოქალაქეები ალეპოსკენ გადაჰყავდათ. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, 15 აპრილის აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა მოიერიშემ. იუწყებიან, რომ ავტობუსებში ისხდნენ მეტწილად შიიტები, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებას. სირიის მოსახლეობის უმრავლესობას სუნიტები შეადგენენ. თავად ბაშარ ალ ასადი, იმ ალავიტური უმცირესობის წარმომადგენელია, რომელიც ხშირად არის გაიგივებული ისლამის შიიტურ შტოსთან.

XS
SM
MD
LG