Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დასრულდა რეფერენდუმის ხმის მიცემის პროცესი


თურქეთში დასრულდა ხმის მიცემის პროცესი რეფერენდუმში, რომელმაც უნდა შეცვალოს მმართველობის სისტემა ქვეყანაში და განსაკუთრებული ძალაუფლებით აღჭურვოს პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს რეფერენდუმზე გატანილი საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაშინ ერდოანს უფლება ექნება 2029 წლამდე უხელმძღვანელოს თურქეთს. იუწყებიან, რომ დაიარბაქირში სამი ადამიანი დაიღუპა საარჩევნო უბანთან მომხდარ ჩხუბში. სტამბულში მომხრეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ საარჩევნო უბანზე მისულ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, რომელმაც რეფერენდუმს უწოდა „ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის არჩევანი“ და განაცხადა, სჯერა თავის ხალხის „დემოკრატიული, ჯანსაღი აზრისა“.

XS
SM
MD
LG