Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის რეფერენდუმში ერდოანი ახლოსაა გამარჯვებასთან


თურქეთის ცენტრალური კომისია, ბიულეტენების 90%-ის გადამუშავების შემდეგ, აცხადებს, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა 52,5%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილებები დიდ უფლებებს მიანიჭებს პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანს, რომლის მთავრობაც იყო რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორი. პრეზიდენტის გაზრდილი ძალაუფლება ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, დეკრეტების გამოცემას, მინისტრებისა და მაღალი რანგის საჯარო მოხელეების დანიშვნას. რეფერენდუმის საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. იუწყებიან, რომ დაიარბაქირში სამი ადამიანი დაიღუპა საარჩევნო უბანთან მომხდარ ჩხუბში.

XS
SM
MD
LG