Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ილოცა შეიარაღებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისათვის


რომის პაპმა ფრანცისკემ სახელმწიფოთა ლიდერებს მოუწოდა, გამონახონ საკუთარ თავში ძალა და ბოლო მოუღონ კონფლიქტებსა და იარაღით ვაჭრობას. რომის წმინდა პეტრეს ტაძარში აღსრულებული სააღდგომო წირვის შემდეგ ფრანცისკემ მორწმუნეებს მიმართა ყოველწლიური ქადაგებით „ურბი ეთ ორბი“ (ქალაქსა და მსოფლიოს). „დღევანდელი სამყაროს რთულ და ხშირად დრამატულ სიტუაციებში, დაე მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა წარმართოს ყველა იმ ადამიანის გზა, რომლებიც სამართლიანობისა და მშვიდობისათვის იღვწიან. დაე უფალმა მისცეს სახელმწიფოთა მეთაურებს გაბედულება, რაც საჭიროა კონფლიქტების გავრცელების თავიდან აცილებისათვის და რაც ბოლო მოუღებს იარაღით ვაჭრობას“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ. მან სააღდგომო მიმართვაში მშვიდობა უსურვა სირიას, ერაყს, იემენსა და უკრაინას და უფალს შესთხოვა, რომ მფარველად მოევლინოს უკრაინას, რომელიც „სისხლისმღველ კონფლიქტშია“ გახვეული.

XS
SM
MD
LG