Accessibility links

51%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს თურქეთში


თურქეთის ცენტრალური კომისია, ბიულეტენების 98%-ის გადამუშავების შემდეგ, აცხადებს, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა 51%-ზე ცოტათი მეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებები დიდ უფლებებს მიანიჭებს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, რომლის მთავრობაც იყო რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორი. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რეფერენდუმის შედეგები უკვე მიულოცა ყველა იმ პარტიასა და ადამიანს, ვინც მხარს უჭერდა ამ ნაბიჯს. პრეზიდენტის გაზრდილი ძალაუფლება ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, დეკრეტების გამოცემას, მინისტრებისა და მაღალი რანგის საჯარო მოხელეების დანიშვნას. რეფერენდუმის შედეგები ძალაში შევა 2019 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ერთდროულად გაიმართება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. რეფერენდუმის შედეგებს არ ეთანხმება თურქეთის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, სახალხო რესპუბლიკური პარტია, რომელიც ბიულეტენების 60%-ის გადათვლას მოითხოვს. კომისიის ცნობით სულ რეფერენდუმზე საკუთარი აზრი გამოხატა ხმის უფლების მქონე მოქალაქეების 86%-მა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG