Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ისრაელში თავშესაფრის მიღებით, ამოქმედდა ახალი წესი


დღეიდან, 17 აპრილიდან, ახალი წესი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ისრაელში თავშესაფრის მიღებით. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებები დაჩქარებული წესით განიხილება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს აღარ ექნებათ ისრაელის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობა და დეპორტაციას დაექვემდებარებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ტაბატაძის განმარტებით, თავშესაფრის მიღებაზე საქართველოს მოქალაქეები ძირითადად უარყოფით პასუხს მიიღებენ, რადგან ისრაელმა საქართველო შეიტანა სიაში უსაფრთხო ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებს არ გააჩნიათ თავშესაფრის მოთხოვნის რეალური საფუძველი. „თუ ადრე მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება უარყოფითი პასუხიდან ერთი კვირის განმავლობაში ნებაყოფლობით დაეტოვებინათ ქვეყანა და ამ საშუალებას არ იყენებდნენ, ახალი წესით, დაიწყება მათი დეპორტაციის პროცედურა, რომელიც მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში დასრულდება“ - განაცხადა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ისრაელის მთავრობამ დაუყოვნებლივი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან თავშესაფარზე უარის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ნებაყოფლობით არ ტოვებდნენ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიას და იქ არალეგალურად რჩებოდნენ.

XS
SM
MD
LG