Accessibility links

მაიკ პენსმა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, გამოცდას ნუ მოუწყობს დონალდ ტრამპის „ნებისყოფას“


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა გამოცდას ნუ მოუწყობს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „ნებისყოფას“. "მხოლოდ გასული ორი კვირის განმავლობაში, მსოფლიომ იხილა ჩვენი ახალი პრეზიდენტის ძლიერება და ნებისყოფა სირიასა და ავღანეთში განხორციელებული ქმედებებით. კარგი იქნება, თუ ჩრდილოეთ კორეა გამოცდას არ მოუწყობს პრეზიდენტის ნებისყოფასა და ამ რეგიონში არსებული ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ძლიერებას ", - ამის შესახებ პენსმა დღეს განაცხადა სეულში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ამ თვეში აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ დაიბომბა შაირათის საჰაერო ბაზა, საიდანაც, დიდი ალბათობით, განხორციელდა სასიკვდილო ქიმიური შეტევა ქალაქ ხან შეიხუნზე. 13 აპრილს, კი პენტაგონმა გამოაცხადა მასიური შეტევის შესახებ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სამალავების წინააღმდეგ. ამ იერიშისთვის პენტაგონმა გამოიყენა, მისივე განცხადებით, უმსხვილესი არაბირთვული ბომბი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თქმით, ჩრდილოეთ კორეასთან „სტრატეგიული მოთმინების დრო“ დამთავრდა.

XS
SM
MD
LG