Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ჩავიდა დონალდ ტრამპის მრჩეველი ჰერბერტ მაკმასტერი


აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჰერბერტ მაკმასტერი ჩავიდა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს პაკისტანის სამოქალაქო და სამხედრო ლიდერებთან. მანამდე მაკმასტერი იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი „მტკიცე პოზიციას“ დაიჭერს ისლამაბადის მიმართ.პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მაკმასტერმა დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი, რომ „ახალი მთავრობა ერთგულია ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების და პაკისტანთან მუშობის გაგრძელებისა, რომლის მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ავღანეთში და ზოგადად, სამხრეთ აზიის რეგიონში“. ეს შეხვედრები ნაწილია ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებისა, სამხრეთ აზიის რეგიონთან დაკავშირებული პოლიტიკის გადახედვის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია მრავლისმომცველი სტრატეგია პაკისტანისა და ავღანეთის მიმართ, სადაც 8400 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება ნატოს სარდლობით მოქმედ, ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

XS
SM
MD
LG