Accessibility links

თავდასხმის შედეგად დაჭრილია საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი


თელავში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრსა და თელავის ყოფილ მერ, ვასილ დავითაშვილს. გავრცელებულ ინფორმაციით, უცნობმა მას რვა ტყვია ესროლა. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყოფილი დეპუტატის დაჭრის ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ითვალისწინებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ყოფილ კანონმდებელზე თავდასხმის ფაქტი.

XS
SM
MD
LG