Accessibility links

17 აპრილს საფრანგეთში იმართება საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდასაჭერი გამოსვლები


საფრანგეთში იმართება საპრეზიდენტო კანდიდატთა მხარდამჭერი გამოსვლები, რამდენიმე დღით ადრე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც უნდა გაიმართოს 23 აპრილს. მოელიან, რომ მასშტაბური იქნება, როგორც ცენტრისტი კანდიდატის ემანუელ მაკრონის, ისე მისი მეტოქის, ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის მარინ ლე პენის მხარდასაჭერი დემონსტრაციები. არჩევნებში მონაწილეობას იღებს ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონი, რომლის რეიტინგი გაიზარდა საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების თანახმად. პრეზიდენტის პოსტისათვის ბრძოლას განაგრძობს კონსერვატორი კანდიდატი ფრანსუა ფიიონიც, რომელიც თავის საპრეზიდენტო კამპანიას აწარმოებს ქალაქ ნიცაში. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება 23 აპრილს, რასაც 7 მაისს მოჰყვება არჩევნების მეორე ტური.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG