Accessibility links

სამი ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ არცევიდან


საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სამი ადამიანი გაიტაცეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არცევიდან, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ცნობაში ნათქვამია, რომ სოფლის მცხოვრებლები სასაფლაოზე დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. მათ გასათავისუფლებლად მოქმედება დაიწყო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

XS
SM
MD
LG