Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, თურქეთის რეფერენდუმი ჩატარდა „არასამართლიან გარემოში“


საერთაშორისო დამკვირვებლებმა გააკრიტიკეს თურქეთის რეფერენდუმი, რომელიც ახალ უფლებამოსილებას შემატებს პრეზიდენტს. მათი განცხადებით, კამპანია წარიმართა „უთანასწორო პირობებში“ და ხმების დათვლას ჩრდილი მიადგა მოგვიანებით განხორციელებული პროცედურული ცვლილებების გამო. ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების მიერ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოითქვა შეფასება, რომ „ამ რეფერენდუმის სამართლებრივი ჩარჩოები არაადეკვატური იყო ზოგადად, დემოკრატიული რეფერენდუმის ჩატარებისთვის.“ „ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და ხელის შეშლა იმ პარტიებისა თუ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მხარს უჭერდნენ „არა“-ს კამპანიას. ამ კამპანიის რიტორიკას ჩრდილს აყენებდა ზოგიერთი ოფიციალური პირი, რომელიც ტოლობის ნიშანს სვამდა რეფერენდუმის კითხვაზე უარყოფითი პასუხის მხარდამჭერებსა და ტერორიზმის მხარდამჭერებს შორის. გამოვლინდა პოლიციის მიერ „არა“-ს კამპანიის მხარდამჭერთა შეზუდვის ბევრი შემთხვევა“ - აღნიშნა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტანა დე ზულუეტამ დღეს ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამოაცხადა, რომ 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგი კანონიერია. გუშინ დღის ბოლოს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, რეფერენდუმში დასახლებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 51,3%-მა. გარდა იმისა, რომ ცვლილებები გულისხმობს 18 საკონსტიტუციო შესწორებას, ერდოანს შესაძლოა საშუალება მიეცეს 2029 წლამდე დარჩეს თურქეთის ხელისუფლების სათავეში.

XS
SM
MD
LG