Accessibility links

ტრამპმა მიულოცა ერდოანს თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიულოცა თურქ კოლეგას რეჯებ ტაიპ ერდოანს თურქეთში, 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები. პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ერდოანთან საუბრისას განიხილა აშშ-ის მიერ სირიის რეჟიმზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები. აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოანს სირიაში ავიაბაზაზე მიტანილი საჰაერო დარტყმების მხარდაჭერისთვის. „ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის პასუხისმგებლობაში მიცემის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია და ყველა იმ დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა, რომლებიც ტერორიზმს იყენებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნავენ თეთრ სახლში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG