Accessibility links

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მიმდინარე კვირის ბოლოს გამართავს შემაჯამებელ სხდომას


წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომა შაბათს, ან კვირას გაიმართება. დღეს კი საკონსტიტუციო კომისიის წევრები თემატური, სამუშაო ჯგუფების ფორმატში დაასრულებენ შეხვედრებს. საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების ასახვა იგეგმება. პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების ნაცვლად, ირიბი წესით - ე.წ. საარჩევნო კოლეგიის მიერ იქნება არჩეული. უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით ჩატარდება. აღნიშნული ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილია ყველა ე.წ. გაუნაწილებელი მანდატის გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნება. ამასთან, პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

XS
SM
MD
LG