Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერმა რვა ივნისისთვის საყოველთაო არჩევნები დაგეგმა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, მან დაგეგმა ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარება რვა ივნისისთვის. მეიმ ეს განუცხადა პრემიერის ოფისის წინ შეკრებილი ჟურნალისტებს. მისი თქმით, ის პრემიერი გახდა ბრიტანეთის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დატოვოს ევროკავშირი. თუ არ ჩავატარებთ საყოველთაო არჩევნებს, მათი პოლიტიკური თამაშები გაგრძელდება, განაცხადა მეიმ საპარლამენტო ოპოზიციური ძალებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ხანგძლივი უსაფრთხოება და სტაბილურობის გარანტია ამ არჩევნების ჩატარებაა. ბრიტანეთის უდიდესი ოპოზიციური, ლეიბორისტული პარტია, მიესალმა პრემიერის გეგმას და განაცხადა, რომ მეის წინადადებას მიემხრობა მისთვის საჭირო ორი მესამედი.

XS
SM
MD
LG