Accessibility links

პენსი ასპროცენტიან მხარდაჭერას უცხადებს იაპონიას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა იაპონია დაარწმუნა, რომ აშშ მზად არის თავის აზიელ მოკავშირეებთან ითანამშრომლოს კორეის ნახევარკუნძულის ატომური იარაღისგან განთავისუფლების საქმეში. იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, შინზო აბესთან შეხვედრისას, პენსმა თქვა, რომ აშშ იაპონიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. აბომ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია დიპლომატიური გზების და საკითხის მოგვარების მშვიდობიანი საშუალებების ძიება და დასძინა, რომ ამავე დროს, დიალოგს დიალოგისთვის ფასი არ აქვს, ამიტომაც საჭიროა ზეწოლა განვახორციელოთო. ფხენიანმა ბოლო წლებში დააჩქარა ბირთვული და სარაკეტო იარაღის გამოცდა გაეროს სანქციების მიუხედავად. 17 აპრილს პენსმა თქვა, რომ ვაშინგტონის „სტრატეგიული მოთმინების ერა დასრულდა“. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი გააფრთხილა ჩრდილოეთ-კორეის ლიდერი, „წესიერად მოიქცეს“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG