Accessibility links

თურქეთის ოპოზიციური პარტია რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გაუქმებას ესწრაფვის


თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიამ მიმართა თურქეთის უმაღლეს საარჩევნო საბჭოს ოფიციალური საჩივრით, რათა მიაღწიოს რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას. ამის ფონზე თურქეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა მოწოდებით, რომ კენჭისყრის შედეგებს პატივი უნდა სცეს ყველამ. სეკულარული, ხალხის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ბიულენთ თეზჩანმა 18 აპრილს შეიტანა საჩივარი თურქეთის უმაღლეს საარჩევნო საბჭოში. თურქეთის რეფერენდუმში დარღვევების თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროპის სამეთვალყურეო სამსახურებმა, ასევე თურქეთის ოპოზიციურმა პარტიებმა. საარჩევნო უწყების თანახმად, თურქეთის 16 აპრილის რეფერენდუმში შეთავაზებულ ცვლილებებს მიემხრო 51,4 პროცენტი. რეფერენდუმით შეთავაზებული წესებით, პრეზიდენტს ენიჭება უფრო ფართო უფლებამოსილება და შესაძლებელი გახდება, რომ ერდოანი თანამდებობაზე დარჩება 2029 წლამდე. მმართველი, სამართლიანობის და განვითარების პარტიის, წევრ კანონმდებლებს მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა და თქვა, რომ ხალხის ნება გამოიხატა საარჩევნო ურნებში, და რომ "კამათი მორჩა". შედეგს ყველამ უნდა სცეს პატივი და განსაკუთრებით, ოპოზიციამო, დასძინა პრემიერმა.

XS
SM
MD
LG