Accessibility links

რუსეთში დააკავეს სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი მეცხრე პირი


რუსეთის უშიშროების სამსახურმა დააკავა მეცხრე პირი, რომელიც ეჭვმიტანილია სანქტ-პეტერბურგის მეტროში სამი აპრილის აფეთქების მოწყობასთან კავშირში. ამ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 45 ადამიანი. უშიშროების უწყების თანახმად, ეჭვმიტანილი 27 წლის აბრორ აზიმოვია, რომელიც მოსკოვში ოდინცოვოს რაიონში დააკავეს. სავარაუდოდ, მან გაწვრთნა თვითმკვლელი თავდამსხმელი. მოსკოვის სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ სცნო აზიმოვი, რომელიც სასამართლოს თანახმად, სხვების ბრძანებას ასრულებდა ისე, რომ არ იცოდა თავისი მონაწილეობის შესახებ ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში. ტერაქტის მომწყობი თვითმკვლელი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ამოიცნო, როგორც აკბარჯონ ჯალილოვი, 22 წლის უზბეკური წარმოშობის ეთნიკური ყირგიზი, - რუსეთის მოქალაქე უნდა ყოფილიყო. ჯალილოვის მოტივი დაუდგენელია. მომხდარისთვის პასუხიმგებლობა არავის უკისრია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG