Accessibility links

რუსეთის დუმა: „რადიო თავისუფლება“, „ამერიკის ხმა“ და „სი-ენ-ენი“ რუსეთზე აშშ-ის ზეწოლის გამტარებლები არიან


რუსეთის სახელმწიფო დუმაში „რადიო თავისუფლების“ და „ამერიკის ხმის“ რუსულ სამსახურებს, ასევე „სი-ენ-ენს“, მიიჩნევენ რუსეთის ვითარებაზე აშშ-ის ზეწოლის გამტარებლებად. ამის შესახებ დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კავშირის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ ლევინმა განაცხადა სამშაბათის მოსმენებზე. დუმამ 17 აპრილს დაავალა კომიტეტს, გაერკვია „რადიო თავისუფლების“ და „ამერიკის ხმის“, ასევე „სი-ენ-ენის“ საქმიანობის შემოწმება, შეესაბამება თუ არა ის რუსეთის კანონმდებლობას. მოსმენები გაიმართა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, რაც მოჰყვა კრემლის სავარაუდო ჩარევას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და სირიის სამოქალაქო ომის გამო დაპირისპირების გამძაფრებას. ლევინმა კომიტეტის შეხვედრაზე თქვა, რომ საჭიროა რუსეთის არჩევნებზე ზემოქმედების ცალკეულ შემთხვევების განხილვა. ლევინის თანახმად, დუმის კომიტეტი მზად არის მოუსმინოს აშშ-ის მედიის წარმომადგენლებს. თუმცა, ლევინის თქმით, მისი კომიტეტი არ აპირებს ოფიციალურად მიმართოს ფედერალურ სამსახურებს იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა მედიასაშუალებების საქმიანობა რუსეთის კანონებს, იტყობინება „ინტერფაქსი“. დუმის ინიციატივის ავტორია დეპუტატი „ედინაია როსიიდან“ კონსტანტინე ზატულინი, რომლის თქმით, ეს არის პასუხი აშშ-ის კონგრესში შეტანილ კანონპროექტზე, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს იუსტიციის სამინისტროს, შეამოწმოს რუსეთის ტელეარხის, „რაშა ტუდეის“მიერ აშშ-ის კანონმდებლობის შესაძლებელი დარღვევა. ამ პროექტის ინიციატორმა, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შახინმა განცხადა, რუსეთის არხი „რაშა თუდეი“,თავის საქმიანობას რუსეთის მთავრობასთან ათანხმებს სიყალბეს გავრცელების მიზნით. პუტინმა და რუსეთის სხვა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაადანაშაულეს აშშ-ის მთავრობა, იმაში, რომ ცდილობს შეიტანოს პოლიტიკური არეულობა რუსეში არასამთავრობო ორგანიზაციების დაარსებით. ვაშინგტონი ბრალდებებს უარყოფს. „რადიო თავისუფალი ევროპა/თავისუფლებას“, ისევე როგორც „ამრიკის ხმას“, მეთვალყურეობას უწევს “ მმართველთა სამაუწყებლო საბჭო“, - აშშ-ის უწყება, რომელიც სამოქალაქო სამთავრობო მაუწყებლობას და მედიასაშუალებებს უწევს ზედამხედველობას. „ამერიკის ხმა“ ფედერალური უწყებაა. „რადიო თავისუფალი ევროპა/თავისუფლება“ კერძო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG