Accessibility links

სტრასბურგში გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომა


დღეს სტრასბურგში გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1284-ე სხდომა, რომელზეც განიხილება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში, "კონფლიქტი საქართველოში." ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით, ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებასა და სხვა საკითხებზე. კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი. ის ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

XS
SM
MD
LG