Accessibility links

პარიზში გაიმართა საქართველოს და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა


პარიზში გაიმართა საქართველოს და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების, ლევან იზორიას და ჟან-ივ ლე დრიანის შეხვედრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ და ჟან-ივ ლე დრიანმა იმსჯელეს კონტრაქტის მომდევნო ეტაპზე, რომელიც ითვალისწინებს ქართველი სპეციალისტების გადამზადებას თავდაცვითი სისტემის გამოყენების მიზნით. მინისტრებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებიც. „საფრანგეთის მხრიდან დინამიკა მზარდია. კერძოდ, წელს იგეგმება შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება“ - განაცხადა ლევან იზორიამ. მისივე თქმით, საფრანგეთი რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობის საქმეში. ლევან იზორიამ და ჟან-ივ ლე დრიანმა იმსჯელეს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივ მონაწილეობაზეც. ლევან იზორიამ ფრანგ კოლეგას აცნობა, რომ საქართველო მზად არის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წლის სექტემბრამდე შეინარჩუნოს ოცეულის დონის ქვედანაყოფი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG