Accessibility links

მაკედონიაში დემონსტრანტები მორიგ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ


18 აპრილს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით დემონსტრანტი, რომლებიც ქვეყანაში კიდევ ერთ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ისინი ეწინააღმდეგებიან მმართველი კოალიციაში ეთნიკური ალბანელების წარმომადგენელი პოლიტიკური ძალების შესაძლო მონაწილეობას.მაკედონიას სამი თვეა არ ჰყავს მთავრობა იმ დაპირისპირების გამო, რაც მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხების გარშემო. 2016 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ზორან ზაევმა, გადაწყვიტა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ეთნიკური ალბანელების პოლიტიკურ პარტიებთან ერთად იმ გარიგების სანაცვლოდ, რაც ალბანურის, როგორც მეორე სახელმწიფო ენის, დაკანონებას ითვალისწინებს. მაკედონიის პრეზიდენტი, ჯეორჯ ივანოვი, რომელიც თავად არის ქვეყნის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი, დაუპირისპირდა ენობრივ შეთანხმებას და უარი უთხრა ზორან ზაევს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რის გამოც უკვე სამი თვეა მაკედონიას არ ჰყავს მთავრობა. ჯეორჯ ივანოვმა 18 აპრილს უარი თქვა მიეღო სკოპიაში მყოფი შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ევროკავშირის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე, რომელსაც სურს შიდა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში დაეხმაროს მაკედონიის ხელისუფლებას. პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის ამ ნაბიჯს ოვაციებით შეხვდნენ.

XS
SM
MD
LG