Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების სამსახური: ვლადიმირის ოლქში მოკლეს ორი სავარაუდო ექსტრემისტი


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ვლადიმირის ოლქში გამართულ ორმხრივ სროლაში მისმა მოსამსახურეებმა მოკლეს ორი სავარაუდო ექსტრემისტი. ამავე წყაროს თანახმად, მოკლულები (1991 და 1987 წელს დაბადებული პირები) შუა აზიიდან იყვნენ, თუმცა უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობაში არ არის ნათქვამი, კერძოდ რომელი ქვეყნიდან თუ ქვეყნებიდან. დამოუკიდებელი წყაროებით ამ ცნობის შემოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG