Accessibility links

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო უკრაინის მოთხოვნით რუსეთის წინააღმდეგ ზომებს არ შემოიღებს


ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უარი უთხრა უკრაინის მოთხოვნას, დაწესდეს რუსეთის მიმართ დროებითი ზომები, როგორც კიევი აცხადებდა, რათა შეჩერებულიყო პრორუსული სეპარატისტებისთვის საფინანსო და სამხედრო მხარდაჭერა. სასამართლომ დადგინა, რომ უნდა გატარდეს დროებითი ზომები, რათა შეწყდეს, როგორც სასამართლო აცხადებს, ყირიმელი თათრების და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინელების უკიდურესი დისკრიმინაცია. სასამართლომ ასევე მოითხოვა, რომ რუსეთმა უზრუნველყოს ყირიმელი თათრების უფლებების დაცვა,მუშაობის ნება დართოს „ყირიმელი თათრების მეჯლისს“, და ამასთან ერთად, შესაძლებელი გახადოს ოკუპირებულ ყირიმში უკრაინულ ენაზე განათლების მიღება. „პირობები, რათა დაწესებულიყო დროებითი ზომები, როგორც ეს უკრაინამ მოითხოვა, რათა შეჩერებულიყო სეპარატისტებისთვის რუსეთის მხარდაჭერა, ვერ დაკმაყოფილდა“, განაცხადა გაეროს სასამართლომ. მოსკოვმა, დე იურე, უკრაინის შემადგენლობაში მყოფი, ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს დაიკავა და მხარს უჭერს სეპარატისტებს ომში, რომლის გამო ათიათასამდე ადამიანი დაიხოცა.

XS
SM
MD
LG