Accessibility links

3 მაისს ერთმანეთს შეხვდებიან დონალდ ტრამპი და მაჰმუდ აბასი


თეთრი სახლი იუწყება, რომ 3 მაისს გაიმართება შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და პალესტინელთა ლიდერს, მაჰმუდ აბასს შორის. მოლაპარაკება შეეხება სამშვიდობო პროცესების აღდგენას ახლო აღმოსავლეთში. ტრამპის პრესმდივნის, შონ სპაისერის თქმით, აშშ-ისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერების შეხვედრა კიდევ ერთხელ დაამტკიცებს როგორც ვაშინგტონის, ისე პალესტინელი ლიდერის ძალისხმევას პალესტინის ავტონომიასა და ისრაელს შორის კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარების საქმეში.

XS
SM
MD
LG