Accessibility links

ტრამპი მოითხოვს, დაადგინონ შეესაბამება თუ არა ირანისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ინტერესებს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 აპრილს დაავალა სახელმწიფო უწყებებს, სამი თვის განმავლობაში ერთმანეთთან თანამშრომლობის გზით დაადგინონ, შეესაბამება თუ არა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება ვაშინგტონის სახელმწიფო ინტერესებს. განკარგულება მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის გუშინ გაგზავნილ დასკვნას, რომ თეირანი ასრულებს იმ ხელშეკრულების პირობებს, რომელიც 2015 წელს გააფორმეს ირანმა და მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა. გუშინვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვადა გაუგრძელა ირანისთვის სანქციების შემსუბუქების რეჟიმს.

XS
SM
MD
LG