Accessibility links

საქართველოს დღეს ეწვევა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი


საქართველოს დღეს ეწვევა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. როგორც „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, უნგრეთის პრემიერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17:00 საათზე დაეშვება, 21 აპრილს, 10:00 საათზე კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. 11:30 საათზე ვიქტორ ორბანი და გიორგი კვირიკაშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG