Accessibility links

სააპელაციო სასამართლო იწყებს "ფოტორეპორტიორების საქმის“ განაჩენის გადასინჯვას


თბილისის სააპელაციო სასამართლო იწყებს ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას. დღეს, 14:00 საათზე ჩატარდება პირველი პროცესი, რომელზედაც მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. შესავალ სიტყვაში პროკურორები იმ გარემოებებსა და ფაქტებზე ისაუბრებენ, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბრალდებამ ფოტოგრაფების მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ე.წ. "ფოტორეპორტიორების საქმის“ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება 12 თებერვალს მიიღო. პროკურატურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ფოტორეპორტიორები - ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის ბრალდებით უკანონოდ გასამართლდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG