Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „საზღვარი“ ჩაიკეტება ე.წ. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის გამო


ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტება ე.წ. არჩეული პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ რუსული საინფორმაციო სააგენტოები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით. ე.წ. არჩეული პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაცია 21 აპრილს გაიმართება. ღონისძიებაზე ელიან სტუმრებს ოკუპირებული აფხაზეთიდან, რუსეთიდან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან, დნესტრისპირეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან. „უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით სამხრეთ ოსეთის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პერიოდში 20 აპრილის 20:00 საათიდან 22 აპრილის 07:00 საათამდე შეჩერდება მოქალაქეების გაშვება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე“, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG