Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: ნორმალური იქნებოდა, გაზრდილიყო უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებები


საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანაში „ნორმალური იქნებოდა“ პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებების გაზრდა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა ბათუმში, კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებთან გამართული შეხვედრის დროს. პრეზიდენტმა გააკრიტიკა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, კერძოდ არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი, რომელიც„გაუნაწილებელ მანდატებს“ შეეხება. „საზოგადოებას უნდა აგვიხსნას პატივცემულმა კომისიის წევრებმა, რა ლოგიკით დაწერეს, რომ პირველ ადგილზე გასული პარტია მთელ გაუნაწილებელ მანდატებს თავისთვის იღებს“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG