Accessibility links

პუტინთან დაკავშირებული ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავდა


გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მთავრობის ანალიტიკურმა ცენტრმა, რომელსაც კრემლის მიერ დანიშნული რუსეთის უშიშროების ყოფილი წარმომადგენლები მართავენ, შეიმუშავა გეგმა, რომელიც გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ითვალისწინებდა. ამის შესახებ იუწყება სააგენტო „როიტერსი“, რომელსაც ამ ანალიტიკური ცენტრის შესახებ, ანონიმურობის დაცვით, 18 აპრილს უამბეს აშშ-ის ხელისუფლების ოთხმა ყოფილმა და სამმა ამჟამინდელმა თანამშრომელმა. მათი ინფორმაციის თანახმად, ლაპარაკია აშშ-ის დაზვერვის უწყების მიერ მოპოვებულ ორ საიდუმლო დოკუმენტზე, რომლებიც მოსკოვში არსებულმა სტრატეგიულ სწავლებათა რუსეთის ინსტიტუტმა შეიმუშავა. ერთ-ერთი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც 2016 წლის ივნისში შემუშავდა, რეკომენდაციას აძლევს კრემლს, რათა განახორციელოს ელექტრონული და სამაუწყებლო პროპაგანდისტული მუშაობა ისეთი კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც უფრო რბილი იქნება რუსეთის მიმართ, ვიდრე პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მეორე დოკუმენტი, რომელიც გასული წლის ოქტომბრითაა დათარიღებული, აფრთხილებს კრემლს, რომ შეაჩეროს პროპაგანდა რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის სასარგებლოდ და მთელი ძალისხმევა მოახმაროს დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონის კამპანიისა და აშშ-ის საარჩევნო სისტემის დისკრედიტაციას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG