Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო კომისია დატოვეს "ევროპულმა საქართველომ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა"


დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს "ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“. მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებულია არასამართლიანი საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების შეზღუდვა, პროექტში გათვალისწინებულია მხოლოდ "ქართული ოცნების" პოზიციები და უგულვებელყოფილია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განსხვავებული პოზიციები. მათივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, "თავისუფალი დემოკრატები" და "ევროპული საქართველო" მონაწილეობას არ მიიღებენ პროექტის კენჭისყრაში, რომელიც შაბათს გაიმართება.

XS
SM
MD
LG